მისია
სკოლი სახელწოდების განმარტება
,,ოლიმპი”, როგორც სახელი-სიმბოლო, აღნიშნავს სწრაფვას საუკეთესოსაკენ, ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარებისკენ. ,,ოლიმპის” კონცეფცია გულისხმობს, ასევე, სწავლისა და აღზრდის ატმოსფეროში საუკეთესოთა გამოვლენას, მოტივაციის ფორმების ძიებას და წარმატებისაკენ ერთობლივ სწრაფვას...
სკოლა „ოლიმპის“ მისია
შპს ,,ოლიმპი თბილისი +’’ (სკოლა ,,ოლიმპი’’) ორიენტირებულია მყარ, სტაბილურ საქმიანობაზე და წარადგენს მოზარდის ჰოლისტური განვითარებისათვის ხელშემწყობ სერვისებსა და გარემოს.
სკოლა ,,ოლიმპი თბილისი +” მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო სწავლა-სწავლების სამივე საფეხურზე თანამედროვე მეთოდოლოგიებსა და მიდგომებზე დაფუძნებული პროცესის ორგანიზებას, საქართველოს მოქალაქე და/ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ყოველი მოსწავლისათვის ეფექტური სასკოლო გარემოს შექმნას, შესაბამისი სერვისების შეთავაზებას, აკადემიური და სპორტული აქტივეობების ჯანსაღი სულისკვეთებით წარმართვას.
სკოლის პრიორიტეტია მოსწავლის აღზრდა შემწყნარებლობისა და ქველმოქმედების, სახელმწიფოებრივი აზროვნების ფუძემდებლური პრინციპების განვითარების, მრავალკულტურულ და პლურილინგვურ სამყაროში ეფექტური ადაპტაციის მიმართულებით, სახელმწიფო ენის (ქართული) დაუფლების შესაბამისი სტრატეგიით, ისეთი მიდგომების საფუძველზე, როგორებიცაა: შედეგზე ორიენტირებული სწავლება, სკოლის საზოგადოების (მოსწავლე-მშობელი-მასწავლებელი) ჩართულობა, სკოლის მმართველობითი და თვითმმართველობითი რგოლების ეფექტური თანამშრომლობა, პარტნიორთა და თანამოაზ-რეთა მოძიება და ერთობლივი ძალისხმევის კონსოლიდაცია.
მისიისა და სკოლის სახელწოდების განმარტება: ,,ოლიმპი”, როგორც სახელი-სიმბოლო, აღნიშნავს სწრაფვას საუკეთესოსაკენ, ჰარმონიული ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარებისაკენ.
სკოლის დევიზია ,,სკოლა - სახლი, რომელშიც ვცხოვრობ”