სკოლაში მიღება
სასწავლო პროცესი ჩვენს სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი 3 ეტაპად არის დაყოფილი. განსაზღვრულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლების საფეხურები. სწავლება მიმდინარეობს სამივე საფეხურის ფრომატში. I-VI კლასები დაწყებითი კლასებია, VII-IX კლასები - საბაზო საფეხური და X-XII კლასები – საშუალო საფეხური.
„ოლიმპში“ მოსწავლეთა მიღება იწყება მარტიდან. ჩვენთან მიღების განსაკუთრებული პირობები არ მოქმედებს, თუმცა თითოეულ მოსწავლესა და მშობელთან ვატარებთ ინდივიდუალურ გასაუბრებასა და კონსულტაციებს.
პირველკლასელის მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია ეცნობა მომავალი მოსწავლის ოჯახს, შეისწავლის ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს, მის პიროვნულ თავისებურებებს, რათა განსაზღვროს განვითარებისათვის ხელშემწყობი ფაქტორები, შეიმუშაოს რეკომენდაციები პედაგოგებისა და მშობლებისათვის. პირველკლასელთა ადაპტაციას, სასკოლო უნარების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სკოლის ადმინისტრაციისა და პერსონალის მხრიდან.
„ოლიმპში“ სწავლის მსურველებმა საბუთები სტანდარტული წესით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა წარმოადგინონ.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა
1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციასა და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს;
2. დაბადების მოწმობის დედანის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3. მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები.
4. ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა100;
5. 2 ცალი სურათი 3X4;
6. ცნობა მშობლების სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში, მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა
1. სრულწლოვანი მოსწავლის, ხოლო არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს სრულწლოვანი მოსწავლის ან/და არასრულწლოვანი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციასა და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს;
2. დაბადების მოწმობის დედანის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3. იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას.
4. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება. (4.08.2009 N 564)