სკოლა ,,ოლიმპის’’ ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა

2014 წლის 30 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით სკოლა ,,ოლიმპის’’ ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა (ხელმძღვანელი ნინო გუნცაძე, პედაგოგები: ელენე ინასარიძე, ნელი ტოგონიძე, ნინო ჩხიკვაძე, მაია შარაშენიძე) წარმოადგენს პრეზენტაციებს, ღია გაკვეთილებსა და ვიქტორინებს ისტორიაში, გეოგრაფიასა და რელიგიაში (რელიგია და კულტურა). აქტივობებში მონაწილეობენ სკოლა ,,ოლიმპის’’ მეხუთე-მეათე კლასების მოსწავლეები. კათედრა მიზნად ისახავს, მისცეს მოსწავლეებს საშუალება, სკოლის საზოგადოების წინაშე გამოავლინონ ცოდნა, გამოიმუშაონ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების, გუნდური მუშაობის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის, ინტეგრირებულ  (ისტორია, გეოგრაფია, რელიგია და კულტურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება) აქტივობებში მონაწილეობის უნარები.