ვიქტორინა გეოგრაფიაში

2013 წლის 7 ივნისს სკოლა ,,ოლიმპის’’ მეცხრეკლასელთათვის ჩატარდა ვიქტორინა გეოგრაფიაში. ვიქტორინა მიმდინარეობდა ,,რა? სად? როდის?’’ თამაშის პრინციპით. კითხვები, რომლებსაც მოსწავლეთა გუნდები პასუხობდნენ, ასახავდა როგორც საპროგრამო, ასევე - კლასგარეშე მასალას. ვიქტორინამ საქმიან, კეთილგანწყობილ, სახალისო ვითარებაში ჩაიარა.