სკოლა ოლიმპში ჩატარდა ინგლისური ენის ღია გაკვეთილი
2013 წლის 23 მაისს ქ-ნმა ლელა ლიქოკელმა I3 კლასის მოწავლეთა მონაწილეობით წარმოადგინა ინგლისური ენის ღია გაკვეთილი, რომელმაც წარმოაჩინა მოსწავლეთა მიერ შესწავლილი ლექსიკური და ფრაზეოლოგიური მასალა თემატიკის მიხედვით (ფერები, საკლასო და საშინაო სივრცე, ციფრები....), კომუნიკაციის უნარი მათი ასაკობრივი პოზიციის შესაბამისად. გაკვეთილზე გამოყენებული იყო აქტიური ინტერაქციის მეთოდიკა, თვითწარდგინების, აუდიტორიის წინაშე ინდივიდის გამოკვეთის საკომუნიკაციო მეთოდი. გაკვეთილს ესწრებოდნენ მშობლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ინგლისური ენის კათედრის წევრები.