ვიქტორინა ბუნებისმცოდნეობაში IV კლასელთათვის
2013 წლის 7 ივნისს სკოლა ,,ოლიმპის’’ სააქტო დარბაზში ჩატარდა ვიქტორინა ბუნებისმცოდნეობაში მეოთხეკლასელთა მონაწილეობით. ვიქტორინა მოამზადა ბუნებისმცოდნეობის პედაგოგმა ანა ჩუბინიძემ. მოსწავლეებმა შეადგინეს გუნდები და უპასუხეს კითხვებს ,,რა? სად? როდის?’’ თამაშის პრინციპით. ვიქტორინისათვის მუსიკის პედაგოგმა, ქ-ნმა ნინო ჯავახიძემ მოამზადა ბუნების თემისადმი მიძღვნილი ,,მუსიკალური პაუზა.’’ ვიქტორინამ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი. მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.