2013 წლის 19 აპრილს, სკოლა ,,ოლიმპის’’ სააქტო დარბაზში ჩატარდა ვიქტორინა მეხუთეკლასელებისათვის ისტორიაში. ვიქტორინა მიზნად ისახავდა სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნის, დამუშავებული მასალის აქტუალიზებას გუნდური მუშაობის პრინციპით. მომზადდა სპეციალური სლაიდშოუ კითხვებში ასახული მასალის შესაბამისად. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ გუნდები: ,,მემატიანეები,’’ ,,მხედართმთავრები,’’ ,,ქართლოსიანები,’’ ,,ისტორიული გმირები,’’ ,,იალბუზი,’’ ,,ოლიმპი,’’ ,,გენიოსები,’’ ,,ისტორიკოსები.’’ ვიქტრორინის მსვლელობას უძღვებოდნენ ისტორიის პედაგოგები: ქ-ნი ნელი ტოგონიძე და ქ-ნი ნინო გუნცაძე. ქულათა მინიმალური სხვაობით გამოვლინდა პრიველადგილოსანი - გუნდი ,,მხედართმთავრები’’ (ნიკა მარდალეიშვილი, სანდრო ქოროღლიშვილი, გიორგი წიკლაური, ნიკა ბარვენაშვილი, გიორგი გურგენიძე - 40 ქულა); მეორე ადგილზე გავიდა გუნდი ,,გენიოსები’’ (ნუცა ნადაშვილი, ვატო მეუნარგია, ქანა ნინუა, კოტე შველიძე, ვიქტორია გედენიძე-39 ქულა), ხოლო მესამე ადგილზე - გუნდი ,,ოლიმპი’’ ( ელენე გოგიჩაიშვილი, ანდრია დევდარიანი, ანა თეთრაძე, ქირია სანდრო, მარინა სახლთხუციშვილი, ლევან ლოლაძე -37 ქულა). ვიქტორინის მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.