2013 წლის 29 აპრილს სკოლა ,,ოლიმპის’’ მე-2გ კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პეგაგოგის, ქ-ნი თამარ ჭოჭუას ხელმძღვანელობით წარმოადგინეს ღია გაკვეთილი თემაზე: ,,იაკობ გოგებაშვილის საგანძური.’’ გაკვეთილზე ყურადღება გამახვილდა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების ზნეობრივ მხარეზე, არჩევანისა და საქციელის თემაზე, გამოვლინდა ტექსტების გააზრების, მოვლენათა დაკავშირებისა და ანალიზის უნარები, ინტერპრეტაციის, ინტერტექსტუალური მიმართებების დამყარების, თავისუფალი მსჯელობის ჩვევები. გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა, ასაკობრივი განვიტარების შესაბამისად, გაიხსენეს და გააანალიზეს სახარების იგავები, ეზოპეს იგავ-არაკები, სულხან-საბას იგავები და დააკავშირეს ტექსტები ერთმანეთთან. საკლასო ოთახში გამოფენილი იყო იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების თემაზე შექმნილი მოსწავლეთა ნახატები. გაკვეთილს ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.