ქართულ–გერმანული გაცვლითი პროგრამა სკოლა ,,ოლიმპში’’
უკვე მესამე წელია, თბილისის კერძო სკოლა ,,ოლიმპსა’’ და გერმანიის ქალაქ უნას პეტერ ვაისის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას შორის ხორციელდება გაცვლითი პროგრამა აკადემიური წლის ფარგლებში სამკვირიანი ხანგრძლივობით. 2011 წლის 28 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე გერმანელი მოსწავლეები და ორი პედაგოგი სტუმრობდნენ სკოლა ,,ოლიმპს.’’ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მასპინძლობდნენ ,,ოლიმპის’’ მოსწავლეთა ოჯახები, სკოლის მთელი საზოგადოება.
გერმანელი სტუმრები ესწრებოდნენ გერმანული, ინგლისური ენების გაკვეთილებს სკოლა ,,ოლიმპში,’’ იმოგზაურეს მცხეთაში, დაათვალიერეს თბილისის ღირსშესანიშნაობები, მოინახულეს უფლისციხე, ანანური, ჩარგალი. გერმანელი სტუმრებისათვის სკოლა ,,ოლიმპის’’ მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გამართეს გამოსამშვიდობებელი კონცერტი.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ,,ოლიმპის’’ მოსწავლეთა და პედაგოგის სტუმრობა გერმანიაში.