,,ოლიმპის’’ მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ თეა სივსივაძისა და მუსიკის პედაგოგის, ქ-ნი ირინე ჭანიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,ასე ხვდებოდნენ ჩვენში ახალ წელს.’’ კომპოზიცია ეფუძნებოდა ტრადიციულ ქართულ წეს-ჩვეულებებს, ფოლკოლრულ ტექსებს. მოსწავლეებმა გააზრებულად, დახვეწილი მეტყველებითა და დიქციით წარუდგინეს დამსწრეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის საშობაო-საახალწლო ტრადიცია, დალოცვები, პოეტური ტექსტები. შესანიშნავად შესრულდა ქართული მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშები (რაჭული, მეგრული, ქართლ-კახური, მთიულური, გურული). კომპოზიცია დასრულდა ,,მრავალჟამიერით.’’ კომპოზიციას ახლდა სლაიდშოუ, რომელშიც ასახული იყო ფოლკოლრული თემატიკა და საქართველოს გეოგრაფია. მუსიკალურ-ლიტერატურულმა კომპოზიციამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ასეთი ამაღლებული განწყობით დასრულდა 2018 წლის აღსანიშნავი ღონისძიებებისა და აქტივობების ,,ოლიმპიური’’ პროგრამა.