სუმატო-მენტალური ანგარიშის სწავლების პროგრამა იაპონური მეთოდიკით


,,სუმატო’’ არის ზეპირი (მენტალური) ანგარიშის სწავლების პროგრამა იაპონური მეთოდიკით სპეციალური ხელსაწყოს - ,,სორობანის’’ საფუძველზე. მათემატიკის სტანდარტული (ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული) პროგრამით სწავლების პარალელურად მოზარდს ,,სუმატო’’ უვითარებს აზროვნების სისხარტეს, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, მეხსიერებას და აბსტრაქტული აზროვნების უნარს. მოზარდი გამოიმუშავებს ნებისმიერი სირთულის სწრაფი ზეპირი ანგარიშის ჩვევებს.
,,სუმატოს’’ მეთოდიკა ტვირთავს და ავითარებს ტვინის ორივე ნახევარსფეროს, აძლიერებს ინფორმაციის აღქმის უნარს. ბავშვს უყალიბდება ინტელექტუალური შრომის, დავალების ბოლომდე მიყვანა-დასრულების ჩვევა, იგი რწმუნდება საკუთარ შესაძლებლობებში, გაბედულად და დიდი ინტერესით ეჭიდება ახალ ამოცანებს, არ უფრთხის სირთულეებს.
მეცადინეობა ჩატარდება ხუთშაბათობით 15:00 – 17:00 საათებში დაწყვილებული ორი გაკვეთილი. მეცადინეობებს გაუძღვება ,,სუმატოს’’ სწავლების კვალიფიციური სპეციალისტი.
მიიღებიან 5-14 წლის მოზარდები.