გერმანული ენის შემსწავლელი პროგრამის ფარგლებში სკოლა ,,ოლიმპს’’ ეწვია ბატონი აიკე პოკრანდტი, გოეთეს ინსტიტუტის გაკვეთილის ექსპერტი აზერბაიჯანსა და საქართველოში. ბატონი პოკრანდტი შეხვდა სკოლის ადმინისტრაციას, გაესაუბრა გერმანული ენის პედაგოგებს: ქ-ნ გვანცა ხინთიბიძესა და ქ-ნ ნათია ნაროუშვილს. ექსპერტი გაეცნო სკოლას, მიიღო ინფორმაცია გერმანული ენის სწავლება-სწავლის პროცესზე, დაესწრო გერმანული ენის გაკვეთილს რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. ბა-ნმა აიკემ ჩაატარა ერთი სრული გაკვეთილი სკოლის მეხუთეკლასელებთან (დამრიგებელი: თამარ ვაჩაძე) და ბავშვებს გააცნო გერმანიაში შობის აღსანიშნავი თავისებურებები. მან ჩაატარა ენობრივი აქტივობები, გადასცა ბავშვებს საჩუქრები. ექსპერტმა გამოთქვა დიდი კმაყოფილება მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციით, ბავშვების მიერ ენის სწავლების პირველ წელს მოკლე დროში ათვისებული მასალითა და წარმოჩენილი უნარებით.
სკოლა ,,ოლიმპის’’ ღირებულებათა და პრიორიტეტთა შორის სამომავლოდ მნიშვნელოვანი როლი განესაზღვრება გერმანული ენის შესწავლას ინგლისური და რუსული ენების პარალელურად. გერმანული ენის სწავლება-სწავლის მიმართულებით სკოლა მოტივირებულია, ეფექტურად ითანამშრომლოს გოეთეს ინსტიტუტთან.