დღეს, 2017 წლის 18 სექტემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და სკოლა ,,ოლიმპს’’ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის განვითარებას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამების პოპულრარიზაციისა და საუნივერსიტეტო განათლებისადმი მოსწავლეთა ინტერესის, მოსწავლეთა ინფორმირებულობის გაძლიერების საქმეში. მემორანდუმი ითვალისწინებს საჯარო ლექციების, ერთობლივი სემინარების/ტრენინგების, ,,ღია კარის’’ დღეების, პროექტებისა და კონკურსების ორგანიზებას. მემორანდუმის საფუძველზე სკოლის კურსდამთავრებულის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში მისი სწავლის საფასური განისაზღვრება 20%-იანი ფასდაკლებით. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, ბ-ნმა მამუკა თავხელიძემ და სკოლა ,,ოლიმპის’’ დირექტორმა, ქ-ნმა ლელა წიქარიშვილმა. მემორანდუმის წარდგენასა და ხელმოწერას დაესწრნენ ,,ოლიმპის’’ მმოსწავლეები და თანამშრომლები.