„ოლიმპს“ სისტემატურად სტუმრობენ სხვადასხვა თაობის შემოქმედები და ცნობილი ადამიანები. გასულ წელს ჩვენთან იმყოფებოდნენ ახალგაზრდა პოეტები გიორგი გასამხურდია და ერეკლე შველიძე, ასევე შედგა ჩვენი მოსწავლეების შეხვედრა გურამ დოჩანაშვილთან, ზაალ სამადაშვილთან და ლაშა იმედაშვილთან. მსგავსი ტიპის შეხვედრები მიზნად ისახავს არასტანდარტული კითხვა–პასუხის რეჟიმში სასწავლო აქტივობების შეტანას და ბავშვებისთვის ახალი ინფორმაციის განსხვავებულ ფორმატში მიწოდებას.
ჩვენი მოსწავლეები დადიან მოხუცებულთა თავშესაფარში. აქტიურად ვთანამშრომლობთ ფონდ „პირველ ნაბიჯთან“, რომლის აღსაზრდელებიც სისტემატურად მოდიან ჩვენთან, ესწრებიან ხელოვნების წრეს და თავად არიან ჩართულები შემოქმედებით პროცესში. „პირველი ნაბიჯისა“ და ჩვენი სკოლის მოსწავლეები ბორჯომის პარკში ერთობლივ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.