„რა, სად, როდის“

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მოსწავლეთა ინტელექტუალურ და შემოქმედებით აქტივობას. ამ მიზნით სკოლა ცდილობს კონკურსების წახალისებას და ხელშეწყობას. 

2010–2011 სასწავლო წლის ფარგლებში შიდასასკოლო ინტელექტუალური შეჯიბრი „რა, სად, როდის“ ჩატარდა. „ოლიმპის“ მე–8 – მე–12 კლასების მოსწავლეებმა რამდენიმე გუნდი დააკომპლექტეს, რომელთა შორისაც შეჯიბრება ორ ტურად გაიმართა. გამარჯვებულ მოსწავლეებს სპეციალური სიგელები და თასი გადაეცათ. დაწესდა გარდამავალი თასი და ეს თამაში ჩატარდება ყოველ წელს, სეზონურად – შემოდგომასა და გაზაფხულზე. 

ჩვენი სკოლის ინიციატივითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, გასული წლის დეკემბერში ჩატარდა ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 130–ე წლისთავისადმი მიძღვნილი საქალაქო კონკურსი. მასში მონაწილეობა მიიღო თბილისის 28 სკოლამ. კონკურსი 3 ფორმატით წარიმართა: ანალიტიკური წერა, სასცენო ფორმატი და მოხსენება–პროექტი. ჟიურიმ, რომლის თავმჯდომარეებიც მიხეილ ჯავახიშვილის ქალიშვილი რუსუდან ჯავახიშვილი და საკრებულოს თავმდომარე ზაალ სამადაშვილი იყვნენ, კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. ღონისძიებაზე წარმატებით გამოვიდნენ „ოლიმპის“ მოსწავლეები, რომლებმაც რამდენიმე სიგელი მოიპოვეს, სკოლა კი კონკურსის ორგანიზებისთვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.