II(3) კლასის კომპოზიცია ,,ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.’’
სკოლა ,,ოლიმპის’’ II3 კლასის მოსწავლეებმა 2013 წლის 18 ივნისს სკოლის ბიბლიოთეკაში წარმოადგინეს კომპოზიცია ,,ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.’’ კომპოზიცია ასახავდა მოსწავლეთა წინაპრების დამსახურებებსა და ღვაწლს ქვეყნის წინაშე. მოსწავლეებმა დამრიგებლის - ქ-ნი თამარ ჭოჭუას ხელმძღვანელობითა და საკუთარი ოჯახის წევრების მხარდაჭერით მოიძიეს ინფორმაცია და მასალები ღვაწლმოსილი წინაპრების შესახებ. კომპოზიცია მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა ირინე ჭანიშვილმა. მოსწვლეები და კლასის ხელმძღვანელი შესაბამისი სამოსით წარდგნენ საზოგადოების წინაშიე. კომპოზიციამ ამაღლებული განწყობა შეუქმნა დამსწრეებს.