სკოლა ,,ოლიმპის’’ სააქტო დარბაზში 2011 წლის 27 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა წარმოადგინეს ფოტოგამოფენა ,,მრავალკულტურული საქართველო.’’ ექსპოზიცია მოიცავს საქართველოში მცხოვრები ეთნოსების – ქურთების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, სომხების ყოფის ამსახველ მასალებს. წარმოდგენილია სამოსის, სამკაულების, ჭურჭლის, იარაღის, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და სხვა ნივთეულობის ნიმუშები. გამოფენის ორგანიზატორებმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა, გვანცა არჩვაძემ და ნინო დათუნაშვილმა, მოსწავლეებს მასალა წარუდგინეს სლაიდების სახით და ჩაატარეს აქტივობები წინასწარ მომზადებული კითხვარის საფუძველზე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის მეექვსე და მეშვიდე კლასების მოსწავლეები. პრეზენტაცია და აქტივობები მაღალი შემეცნებითი ღირებულებით გამოირჩეოდა.