მათემატიკური ვიქტორინა

სკოლა ,,ოლიმპის’’ სააქტო დარბაზში 2011 წლის 17 მაისს ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა მეოთხელასელთათვის. ვიქტორინისათის კითხვები მოამზადა მათემატიკის პედაგოგმა, ბ–ნმა სოსო გოგიჩაიშვილმა. ვიქტორინა მიზნად ისახავდა გუნდური მუშაობის ელემენტარული ჩვევების, გუნდური პასუხისმგებლობის, ლოგიკური აზროვნების უნარების წახალისებას, ტექსტის მონაცემთა ანალიზს ასაკობრივი ფაქტორების გათვალისწინებით. ვიქტორინაში მონაწილე გუნდებმა დააგროვეს შესაბამისი ქულები: ,,იქსი’’ – 26 ქულა, ,,პითაგორა’’ – 25 ქულა, ,,არქიმედე’’ – 22 ქულა, ,,აინშტაინი’’ – 20, 5 ქულა; ,,ჰელერმანი’’ – 20 ქულა, ,,დიოფანტე’’ – 16 ქულა; ვიქტორინის შედეგები შეაჯამა სკოლის დირექტორმა, ლელა წიქარიშვილმა, რომელმაც ყველა მოსწავლეს გადასცა სიგელები.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბ–ნ სოსო გოგიჩაიშვილს ვიქტორინის მომზადებისათვის, ბ–ნ ალექსი ალაფიშვილს კომპიუტერული უზრუნველყოფისათვის, მეოთხე კლასების ხელმძღვანელებს, ქ–ნ მანანა თევზაძესა და ქ–ნ ნინო ჯავახაძეს მხარდაჭერისათვის.